ქუთაისში ქვეითთა გადასასვლელი გვირილებით მოხატეს

ქუთაისის ცენტრალურ უბანში ქვეითთა გადასასვლელი გვირილებით მოხატეს. ე.წ. "ზებრა" გადასასვლელზე ყვავილების დახატვა ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს უკავშირდება.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში", რომელმაც გვირილების მოხატვის სამუშაოები შეასრულა, აცხადებენ, რომ გადასასვლელები გვირილებით დამატებით ქალაქის რამდენიმე ადგილზე მოიხატება.