ჩრდილოეთ კორეაში 18 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

ჩრდილოეთ კორეაში 18 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. ამის შესახებ გაერო-ში აცხადებენ. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ არასრულფასოვანი კვება რჩება.

გაერო-ს ცნობით, მოსახლეობის 40 პროცენტისთვის საკვები პროდუქტები რაციონის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. ქვეყანაში ორწლიანმა გვალვამ მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად შემცირდა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა.