ადიგენში დაწყებული აგროწარმოების დეტალები - თბილისელი ბიჭის საქმიანობა სოფელში

2 წელზე მეტია, რაც ბაჩო (ავთანდილ) ბალახაშვილმა ახალციხეში, ადიგენის რაიონში აგრომეწარმეობა დაიწყო.

ბაჩო ბალახაშვილს 2 ჰექტარ მიწაზე კარტოფილი, გოგრა და ხახვი მოყავს. პროდუქციის ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა იძენს, ნაწილი კი თბილისში რეალიზდება.

ბაჩო ბალახაშვილი ამჟამად "ჯიპას" მაგისტრატურის სტუდენტია, თუმცა, სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებასა და საქართველოს ბაზრის მაქსიმალურ ათვისებას გეგმავს. წარმოების დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე ავთო ბალახაშვილი Allnews.ge-ს ესაუბრა:

წარმოების საწყისი ეტაპი: "ახალციხეში, ადიგენის რაიონში, სოფელი მაქვს. მესამე წელია რაც ეს საქმიანობა დავიწყე. დავიწყე იმიტომ, რომ ბაბუა და ბებია გარდამეცვალა და ბაბუას მიწები უპატრონოდ დარჩა. ვიღაცას უნდა მიეხედა. მე თბილისში გავიზარდე. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ სოფლის მეურნეობა საინტერესო კუთხით დავინახე. საქართველოს არ აქვს ე.წ. დოვლათი. მოსახლეობამ რაღაც ისეთი უნდა შევქმნათ, რომ საქართველოში უცხოური პროდუქტი არ შემოვიდეს. ჩვენი პროდუქტი ვაწარმოოთ, რომ ეროვნული ვალუტა მყარი იყოს. ამისთვის ჩვენ კონკრეტული პროდუქტი გვჭირდება. ქარხნები არ გვაქვს, არაფერი გვაქვს და მინდოდა ქვეყნის განვითარებაში პატარა წვლილი შემეტანა. სხვათა შორის, საკმაოდ სარფიანი საქმიანობაა. დავიწყე კარტოფილის მოყვანით, მერე გოგრა დავამატე და შემდეგ - ხახვი".

განაგრძეთ კითხვა