ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია თავად სებ-მა გაავრცელა.

”2016 წლის 21 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2. 2321 შეადგინა”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გუშინ 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.