უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ 8 რეისი გაუქმდა

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ 8 რეისი გაუქმდა. როგორც აეროპორტში განაცხადეს, არ შესრულდა ”თურქიშ ეარლაინსის” რეისები, რაც თავად ავიაკომპანიის გადაწყვეტილება იყო.

”უამინდობის გამო წუხელ რეისების შესრულების კუთხით გარკვეული შეფერხება გვქონდა. თავად ავიაკომპანია ”თურქიშ ეარლაინსმა” მოითხოვა, რომ გადადებულიყო მათ მიერ დაგეგმილი ფრენები - კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო თურქეთიდან ჩვენთან 4 მოფრენა და შესაბამისად, 4 გაფრენა. საერთო ჯამში, 8 რეისი”, - განაცხადეს აეროპორტში.

მათივე ინფორმაციით, გადადებული რეისები დღეს შესრულდება.

ფრენების გადადების გამო, სტამბულიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.