Maroon 5-ის კონცერტის ბილეთები 40 ლარიდან 300 ლარამდე ეღირება

Maroon 5-ის კონცერტის ბილეთები 40 ლარიდან 300 ლარამდე ეღირება. tkt.ge -ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 ლარი ეღირება ზონა B, 100 ლარი - ოქროს ზონა, 200 ლარი - VIP (B), 300 ლარი - VIP (A).

ბილეთების გაყიდვა 25 აპრილს, 09:00 საათზე tkt.ge -ზე დაიწყება. ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, „Check In Georgia“-ს ფარგლებში გაიმართება.