დიმიტრი ქუმსიშვილი - არც წინა წელს და არც იმის წინა წელს ”ქართუ ბანკში” 65 000 დოლარის ოდენობის სესხი არ მქონია

ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მას ”ბანკ ქართუში” 17 000 დოლარის ოდენობის სესხი აქვს.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა აღნიშნულ ბანკში მისი სესხის ოდნობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მას არც წინა წელს და არც იმის წინა წელს 65 000 დოლარის ოდენობის სესხი არ ჰქონია. ”17 000 დოლარი მაქვს ბანკში ვალი. წლის დასაწყისშიც მქონდა 17 000 დოლარი. არც წელს და არც იმის წინა წელს 65 000 დოლარი არ მქონია. ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი და შესაბამისი სესხი მაქვს. ჩემი სესხი არის 17 000 დოლარი",- განაცხადა ქუმსიშვილმა.