2017 წლის 1-ელი იანვრიდან სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შევა

სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შედის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა ნაბიჯები გადაიდგა სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, უკვე შემუშავებულია ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არის მკაცრი.

„სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ ტექნიკური რეგლამენტი. ის ახლა არ არის ძალაში შესული. 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში, რადგან საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია რეგლამენტთან მიმართებაში. წელს ადამიანური რესურსით და გაფრთხილებით უნდა მოვეპყროთ ამ საკითხს და მომავალი წლიდან შევა რეგლამენტი. ის მკაცრია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.