რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, სხდომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემისა და სომეხ კათოლიკეთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიამ რელიგიურ ორგანიზაციათა მიერ ქონებრივ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადებები განიხილა. შედეგად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 54 საკითხიდან დადებითად გადაწყდა - 43, 9 საკითხზე უარი ეთქვა, 2 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა; მუსლიმთა თემს სარგებლობის უფლებით გადაეცა 12 მეჩეთი (11 ხულოში და 1 ოზურგეთში), 1 საკითხზე ეთქვა უარი. სომეხ კათოლიკეთა მიერ შემოტანილ საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა.