ნაძალადევს კიდევ 10 განახლებული სტადიონი შეემატა

ნაძალადევის რაიონში არსებულ კიდევ 10 სტადიონს ფუნქცია დაუბრუნდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მოედნებზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქციები თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით განახლდა.

„ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი სტადიონის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, იმისთვის, რომ მხარდაჭერილი იქნას ახალგაზრდების სურვილი, იცხოვრონ სპორტული ცხოვრების წესით. მოხარული ვარ, რომ ამ მოკლე ხანში ნაძალადევის რაიონს ჯამში 30-მდე რეაბილიტირებული სპორტული მოედანი შეემატა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.