პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა

ბუტანი აზიაში მდებარე ინდოეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ჰიმალაის მთებთან მდებარე ეს სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა მსოფლიოში. სწორედ ეს ქვეყანა გახდა პირველი, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში.

თამბაქოს აქტში აღნიშნულია, რომ თამბაქო სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს კი ადამიანების ბედნიერებაზე უარყოფითად აისახება, სწორედ ფიზიკური ჯანმრთელობაა ქვეყანაში მოსახლეობის ბედნიერების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

აღსანიშნავია, რომ ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის "მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონეს. ამ მხრივაც ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას არა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მიხედვით, არამედ სწორედ "მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონის ზრდით აფასებს.

"მთლიანი ნაციონალური ბედნიერების" დონის განსაზღვრისას ოთხ ძირითად კომპონენტს ითვალისწინებენ. მათ შორისაა მდგრადი განვითარება, კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და ხელშეწყობა, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, კარგი მმართველობის შექმნა.

განაგრძეთ კითხვა