„სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომპანიამ ნუმერაციის რესურსი - სულ 10769 (ათი ათას შვიდას სამოცდაცხრა) სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიიღო შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში:

1. ქ. ქუთაისი (995 431 258XXX) - 500 სააბონენტო ნომერი;

2. ქ. ბათუმი (995 422 249XXX) - 999 სააბონენტო ნომერი;

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტი (995 353 229XXX ) - 999 სააბონენტო ნომერი;

4. მარნეულის მუნიციპალიტეტი (995 357 220XXX ) - 824 სააბონენტო ნომერი;

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი (995 359 225XXX ) - 918 სააბონენტო ნომერი;

6. ახმეტის მუნიციპალიტეტი (995 349 226XXX ) - 963 სააბონენტო ნომერი;

7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (995 354 220XXX ) - 964 სააბონენტო ნომერი;

8. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (995 356 220XXX ) - 828 სააბონენტო ნომერი;

9. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (995 361 220XXX ) - 829 სააბონენტო ნომერი;

10. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (995 362 224XXX ) - 998 სააბონენტო ნომერი;

11. სენაკის მუნიციპალიტეტი (995 413 270XXX ) - 997 სააბონენტო ნომერი;

12. ქარელის მუნიციპალიტეტი (995 369 230XXX ) - 950 სააბონენტო ნომერი;

”ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას”, - ნათქვამია განცხადებაში.