პუშკინის ქუჩა დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის 08:00 საათამდე გადაიკეტება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს.

თბილისის მერია შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.