ვერცხლის ფასი იმატებს, ოქროს ფასი მცირდება

მსოფლიო ბაზარზე ძვირფასი მეტალების ფასის მატების ტენდენცია შეინიშნება. მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ კი მონეტარული პოლიტიკის შერბილება დააანონსა, ბაზარმა დოლარის ყიდვა დაიწყო, რამაც ძვირფასი მეტალის ღირებულების ზრდის მატება შეაჩერა და ოქროს ფასის დაკლება გამოიწვია.

ამ ტენდენციას ხელი შეუწყო ინფორმაციამ აშშ-ის პოზიტიური ეკონომიკური მონაცემების შესახებ, რამაც აშშ-ის ეროვნული ვალუტის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივა გაამყარა.

Capital Economics-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, ვეცხლის ფასმა 11-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. მაისის ფიუჩერსების ღირებულებამ შეადგინა 16,98 აშშ დოლარი უნციისთვის.

ექსპერტების პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერცხლის ფასი ზრდას გააგრძელებს.