სააღდგომოდ დამატებითი მატარებელი ინიშნება

28 აპრილიდან 03 მაისის ჩათვლით, სს “საქართველოს რკინიგზა“ დამატებით, ჩქარ ელექტრომატარებელს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას სს ”საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მატარებელი თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს:

”აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს “საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 03 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით, ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877). გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან - 10:25, ჩასვლა ქ.სენაკში - 14:37, სენაკიდან გამოსვლა - 19:35, ჩამოსვლა ქ. თბილისში - 23:45”, - აცხადებენ სს ”საქართველოს რკინიგზაში”.