აშშ ირანისგან „მძიმე წყალს“ ყიდულობს

აშშ ირანისგან „მძიმე წყალს“ ყიდულობს. „ბიბისის“ ცნობით, საუბარია 32 ტონა ე.წ მძიმე წყალზე, რაც ბირთვული რეაქტორებისთვის გამოიყენება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, „მძიმე წყალში“ 8.6 მილიონი დოლარის გადახდა იგეგმება და ამის მიზანს ირანის დახმარება წარმოადგენს, რათა მან შეასრულოს გასულ წელს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ირანისგან ნაყიდ „მძიმე წყალს“ სამეცნიერო მიზნებისთვის გაყიდიან.