როგორ "გაიცხრილებიან" ტაქსისტები?!

"თუ ერთბაშად მოვთხოვთ მძღოლებს, რომ მანქანაც სრულად გამართული ჰქონდეთ, შესაბამისად ჩაცმულიც იყვნენ, უცხო ენაც იცოდნენ და ა.შ., 100 ტაქსიც არ დარჩება ქალაქში"

ცვლილებები და რეგულაციები ამ სექტორში ისე უნდა განხორციელდეს, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მძღოლი, ვისთვისაც ეს საქმიანობა თვითდასაქმების ერთ-ერთი, ანდა სულაც ერთადერთი საშუალებაა

უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, "ტაქსაობა" ლიცენზირებული საქმიანობა გახდება. თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს. სამუშაო ჯგუფში ჩართულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, რომლის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი იმ რამდენიმე საინტერესო დეტალზე გვესაუბრა, რომელთა შესრულება, ადრე თუ გვიან, ტაქსის მძღოლებს აუცილებლად მოუწევთ.

დავით მესხიშვილი: "ტაქსების რეგულირების საკითხში თბილისის მერიამ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები და ბევრ რამეში დაგვეთანხმა. მოგეხსენებათ, ეს ფაქიზი საკითხია, რადგან ეხება ათიათასობით ტაქსის მძღოლსა და კიდევ უფრო მეტ მგზავრს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 25 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი