Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

ბილეთები 40 ლარიდან 300 ლარამდე ღირს. tkt.ge -ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 ლარი ღირს ზონა B, 100 ლარი - ოქროს ზონა, 200 ლარი - VIP (B), 300 ლარი - VIP (A).

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, Check In Georgia -ს ფარგლებში გაიმართება.

„საქართველო! ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში 7 ივნისს. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.