რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში 25 და 26 აპრილს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი იფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 და 26 აპრილს, ღამის 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლია.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება.