„დრესაპ ჯგუფი“ “Golden Brand 2015“- ის ტიტულის მფლობელი კომპანიაა

თბილისში, 2016 წლის 22 აპრილს, „Golden Brand 2015“-ის ბიზნეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე, ნომინაციაში „წლის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდ მაღაზიათა ქსელი - რჩეული ბრენდი“, გამარჯვებულად დასახელდა „დრესაპ ჯგუფი“.

„დრესაპ ჯგუფი“ 20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით: Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში 20 ფილიალით.

ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“ ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington - ექსკლუზიური და 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal's, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.

„დრესაპ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - ლაშა მურვანიძე:

„2015 წელი ნამდვილად დიდი გამოწვევების წელი იყო ჩვენი ჯგუფისათვის. კომპანიამ დაასრულა რებრენდინგის პროცესი; მოგეხსენებათ, „დრესაპ ჯგუფი“ 2015 წლამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი. ამავე წელს გავხსენით 7 ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირსა და „ისთ ფოინთში“. ასევე 2015 წელს კიდევ ერთი, სრულიად ახალი კონცეფციის, პრემიუმ კლასის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ATRIO წარვუდგინეთ თბილისის მოსახლეობას.

ამავე წელს დავასრულეთ ონლაინ მაღაზიაზე მუშაობაც. www.dressup.ge - ეს არის საერთაშორისო და ლეგენდარული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია 50-ზე მეტი ბრენდის, 3000-ზე მეტი პროდუქცია. ამ ეტაპზე, სპეციალური აქციის ფარგლებში, მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გარდა ონლაინ შეძენისა, www.dressup.ge -ს გააჩნია კატალოგის ფუნქციაც, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ბრენდის, სტილის, ფერის, ზომის პროდუქტი და ავტომატურად ნახოს, რომელ მაღაზიაშია წარმოდგენილი.

და ბოლოს, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მომხმარებელს, თანამშრომელსა თუ პარტნიორს, რომელთა თანადგომაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი ჯგუფის განვითარებასა და წარმატებაში. რაც, თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ კომპანია უკვე მეორედ გახდა ოქროს ბრენდის ტიტულის მფლობელი.“

შეგახსენებთ, რომ “Golden Brand”-ის დაჯილდოება, რომელიც „Global Idea“-სა და გაზეთ „FINANCIAL“–ის პროექტია, იმართება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით. იგი ავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც საქართველოს ბიზნეს სექტორში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. თითოეული ბრენდის სავაჭრო ნიშნის ცნობადობასა და მისი პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს კი 200 - მდე ექსპერტი აფასებს.

(R)