ბრიუსელში მაალბეკის მეტროსადგურმა, რომელიც 22 მარტს მომხდარი თავდასხმების შემდეგ დაიკეტა, მუშაობა განაახლა

ბრიუსელში, მაალბეკის მეტროსადგურმა, რომელიც 22 მარტს მომხდარი თავდასხმების შემდეგ დაიკეტა, მუშაობა განაახლა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, სადგურზე მატარებლები განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ.

მეტროსადგურზე ამ დრომდე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

22 მარტს განხორციელებული თავდასხმის შედეგად მაალბეკის მეტროსადგურში 16 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა მეტროსადგურში თავდასხმამდე აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტშიც განახორციელეს. საერთო ჯამში, ტერაქტებს 32 ადამიანი შეეწირა.