სოკარი - საქართველოში გაზის მიწოდების მოცულობამ პირველ კვარტალში დღეში 2,5 მილიონი კუბომეტრი შეადგინა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში გაზის მიწოდების მოცულობამ დღე-ღამეში 2,5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

ამის შესახებ „სოკარის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბაჰატ იუსიფზადემ განაცხადა.

მისივე თქმით, „შაჰდენიზის“ გაზსადენიდან ბუნებრივი აირის დღიურმა მოპოვება 30 მილიონი კუბური მეტრი და 7 მილიონი ტონა კონდენსატი შეადგინა.

„აქედან ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტის ტრანსპორტირება საქართველოში მოხდა, 39 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტის კი თურქეთში. საქართველოში პირველ კვარტალში გაზის მიწოდების მოცულობამ დღეში 2,5 მილიონი კუბომეტრი, თურქეთში კი 18,2 მილიონი კუბომეტრი შეადგინა“, - აღნიშნა სოკარის ვიცე-პრეზიდენტმა.