მცხეთაში კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, კომპლექსურ სპორტულ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, 150 მოსწავლის სასწავლო გარემო გაუმჯობესდა.

მათივე ინფორმაციით, სპორტული სკოლის დარბაზში სრულიად განახლდა დარბაზის ავარიული იატაკი, ასევე შეიღება კედლები, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო და ვარჯიშისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

”სპორტული სკოლის დარბაზში 150 მოსწავლე და 9 მწვრთნელია, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს სპორტის ისეთი სახეობების შესწავლა, როგორებიცაა: კარატე, ძიუდო, ტაეკვანდო, ჭიდაობა, ჭადრაკი, ველოსპორტი. გაკვეთილებში მცხეთელი ახალგაზრდა სპორტსმენები აქტიურად არიან ჩართულნი და სისტემატურად აგრძელებენ ვარჯიშს, რათა მაღალი სპორტული შედეგებით ასახელონ ქალაქი მცხეთა”, - აცხადებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში.

სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები „მშენკომპლექსმა“ განახორციელა.