თბილისის მერია რამდენიმე გამგებლის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

თბილისის მერია რიგ გამგეობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში განაცხადეს, იმაზე მეტს, ვიდრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორი დღის წინ განაცხადა, ვერაფერს იტყვიან.

დავით ნარმანიამ კი 23 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სისტემაში გარკვეული ცვლილებები იყოს, თუმცა, როგორც განმარტა, თანამდებობის დატოვების განცხადებით მისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ისნის, სამგორის და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ.