თაბუკაშვილის ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

თბილისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ART BOUTIQUE HOTEL გაიხსნა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, სასტუმრო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. 30-ნომრიანი სასტუმრო ბუტიკის ტიპისაა და აქცენტი ხელოვნებაზეა გაკეთებული. სასტუმროში გამოფენილია სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები, დამსვენებლებს კი შესაძლებლობა ექნება, სასტუმროს პიანო ბარში, მაღალი კლასის ცოცხალ მუსიკას მოუსმინოს.

სასტუმრო ქართული კომპანიის ინვესტიციითა და თბილისის მერიის იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში აშენდა.

სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ მიიღეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე