Tesla-ს ახალი, რევოლუციური პროდუქცია საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მალე, შესაძლოა, რევოლუცია მოხდეს.

Tesla Motors-ის გენერალურმა მდივანმა, ელონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია ახალ, სრულიად ინოვაციურ სატრანსპორტო საშუალებაზე მუშაობს.

ნორვეგიაში ვიზიტის დროს, ტრანსპორტის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე მასკმა განაცხადა, რომ ახალი თვითმავალი სატრანსპორტო საშუალება, მომავალში ავტობუსებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებს ჩაანაცვლებს.

"ჩვენ რაღაცის იდეა გვაქვს, რაც ავტობუსი არ არის, მაგრამ დაგვეხმარება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზების გადატვირთულობის პრობლემა მოვაგვაროთ", - განაცხადა ელონ მასკმა, - ამ პროექტში საკვანძო სიტყვა "ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებაა. არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო".

თუმცა, ამ საიდუმლოებით მოცული პროექტის რამდენიმე დეტალი მაინც ცნობილი გახდა. ელონ მასკის თქმით, ეს იქნება ტრანსპორტის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერების ნაცვლად, პირდაპირ დანიშნულების პუნქტამდე მიიყვანს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ საუბარია თვითმართვად სატრანსპორტო საშუალებაზე. ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჰიბრიდზე, ავტოპილოტირების სისტემით.

განაგრძეთ კითხვა