სოფელ ვეჯინში ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, კომპანია “ვისოლის” ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტეს და მძღოლებს რეკომენდაციას აძლევენ, შემოვლითი გზებით ისარგებლონ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია. ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გაფორმდა. დაღვრილი საწვავი ირეცხება და აალების საშიშროება აღარ არის. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე წუთში აღდგება.