დოლარის შესუსტების ფონზე, ნავთობი გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა.

დღევანდელი დილის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,34%-ით გაძვირდა და ბარელზე 44,47 დოლარი შეადგინა. 0,33%-ით გაიზარდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 42,78 დოლარი შეადგინა.

ტრეიდერთა განცხადებით, ნავთობზე ფასები ზრდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომის წინ დოლარის შესუსტებამ გამოიწვია.