კომპანია "მეტროს" მგზავრებსა და აქციის მონაწილე მძღოლებს შორის შელაპარაკება მოხდა

კომპანია "მეტროს" მგზავრებსა და აქციის მონაწილე მძღოლებს შორის შელაპარაკება მოხდა. მგზავრების თქმით, ისინი კომპანია "მეტროს" მომსახურებას ირჩევენ კომფორტისა და მისაღები ფასების გამო. მძღოლების აგრესია სწორედ მგზავრის აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილე მძღოლები აცხადებენ, მგზავრობის ფასები და კომფორტი მათ სატრანსპორტო საშუალებებშიც არანაკლებია, ხოლო მსგავსი ტიპის განცხადებები კონკრეტული კომპანიის პირად მიზნებს ემსახურება.

რაც შეეხება აქციას, ამ დროისთვის მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებს გადაკეტილი აქვთ გზა და კომპანია "მეტროს" ავტობუსს გეგმური მარშუტის "თბილისი-ბათუმის" შესრულების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ორივე მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.