კადრები თელავის ახლად გახსნილი აეროპორტიდან - რა შესაძლებლობები აქვს "მიმინოს"

თელავის აეროპორტი ,,მიმინო" ოფიციალურად გაიხსნა. აეროპორტს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა. თელავის აეროპორტიდან "პიპერ სენეკას" ტიპის 6-ადგილიანი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარულ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს, მოთხოვნის შემთხვევაში კი რეისები საზღვარგარეთაც შესრულდება. აეროპორტი "მიმინო" აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე