მძღოლების აქცია დასრულდა

სამარშუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები აღდგომის დღესასწაულამდე პერმანენტულ, ხოლო აღდგომის შემდეგ მასშტაბური აქციების ჩატარებას გეგმავენ.

როგორც ჟურნალისტებს ორთაჭალის ავტოსადგურზე აქციაზე მისულმა ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ განაცხადა, კომპანია „მეტროს“ „პატარა ჩინოვნიკები მფარველობენ“, რის გამოც ქართველი მძღოლები იჩაგრებიან.

„ზუგდიდში კომპანია „მეტროს“ აქვს ავტოსადგური მაგისტრალიდან 18 მეტრში. ეს წესების დარღვევაა. ამ და სხვა სამართალდარღვევებს მფარველობენ ადგილობრივი „პატარა ჩინოვნიკები“. ჩვენ მათ სახელებს უახლოეს მომავალში ვიტყვით. რაც შეეხება აქციებს, ქართველი მძღოლები აქციებს სისტემატურად გამართავენ აღდგომამდეც და აღდგომის შემდეგაც“, - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

მძღოლების აქცია ორთაჭალის ავტოსადგურზე დასრულდა.