Frontera Resources-ის პრეზიდენტი - საქართველოს აქვს პოტენციალი, ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს

ნავთობისა და გაზის კომპანიის, Frontera Resources-ის პრეზიდენტის სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.

ამის შესახებ სტივ ნიკანდროსმა Frontera Resources-ის იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, კომპანია სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს.

მისი თქმით, კომპანიის ტექნიკური სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე ადასტურებს, რომ ეს არის ახალი, გაზის მნიშვნელოვანი მარაგის მქონე ტერიტორია.

„ფრონტერას მიმდინარე სამუშაოებს არამხოლოდ იმის პოტენციალი აქვს, რომ საქართველომ შიდა ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოს, არამედ იმის, რომ საქართველო ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს“, - აცხადებს სტივ ნიკანდროსი.