მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში გზა დააგეს

მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში, მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. როგორც მცხეთის მერიაში აცხადებენ, მრავალბინიან სახლებამდე მისასვლელი გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და გადაადგილება მოსახლეობისთვის უსაფრთხო არ იყო, ამჟამად კი, რეაბილიტირებულ გზაზე მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.