2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბიუჯეტი რუსეთმა 3,7 მილიარდი რუბლით შეამცირა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში გასამართი ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბიუჯეტის შემცირების განკარგულება გასცა.

განკარგულების თანახმად, ჩემპიონატის ბიუჯეტი 3,7 მილიარდი რუბლით შემცირდა.

რუსული მედიის ცნობით, ახალი ბიუჯეტით ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის 617 167 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული.

2015 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლებამ ჩემპიონატის ბიუჯეტი 10%-ით შეამცირა, მიმდინარე წლის თებერვალში კი 6,06 მილიარდი რუბლით.