მარტში ერთი ოჯახის აფთიაქის დანახარჯმა 173 ლარი შეადგინა

ჯანდაცვის პლატფორმამ  "ფანასკერტელი" ფარმა მონიტორის ფარგლებში ოჯახისთვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის კვლევა დაასრულა.

ორგანიზაციამ "ფანასკერტელი" ჩვილის, პირველადი დახმარების, საბავშვო აფთიაქის შესწავლის შემდეგ ოჯახისთვის აუცილებელი აფთიაქის შემადგენელი პრეპარატებისა და აქსესუარების ფასზე გააკეთა აქცენტი.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა ყველაზე საჭირო და მოხმარებადი 29 მედიკამენტის სია (სიაში შედის აქსესუარებიც), რომელთა ფასი ასე გამოიყურება:

გულის წამლები:

კორსიზი- 1.50ლ

ვალიდოლი- 0.44ლ

ამიაკის ხსნარი- 1.01ლ

კო-ენალაპრილი- 5.30ლ

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი:

პარაცეტამოლი- 0.35ლ

იბუპროფენი-2.50ლ

კეტოროლაკი- 9.00ლ

ამბროქსოლი- 1.30 ლ

თვალის წვეთები:

ალბუციდი- 2.00ლ

ოტიპაქსი- 7.20 ლ

კუჭ-ნაწლავის:

რეჰიდრონიოპტიმი -26.00ლ

ფესტალი- 1.76ლ

ნოშპა- 3.92ლ

ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი) 3. 49 ლ

ანტიჰისტამინური:

ცეტირიზინი_ 2.50ლ

ანტისეპტიკური საშუალებები:

სტერილური დოლბანდი- 1.04ლ

ბამბა- 1.00ლ

ბრილიანტის მწვანე -0.30ლ

წყალბადის ზეჟანგი - 1.25ლ

იოდი (ბეტადინი)– 0.51ლ

ლეიკოპლასტი- 1 ლ

თურმანიძის მალამო -4.99 ლ

წნევის დამწევი საშუალებები:

კაპტოპრილი- 4.75 ლ

ადიპინი- 29.40 ლ

აქსესუარები:

მაკრატელი -2.95 ლ

ხელთათმანი - 0. 80 ლ

თერმომეტრი 24.80 ლ

წნევის აპარატი- 29 ლ

საინექციო შპრიცი- (30გ) – 0.17ლ

სულ 172.23 ლარი

ჯანდაცვის პლატფორმამ მას შემდეგ, რაც გამოიკვლია ოჯახისათვის აუცილებელი მედიკამენტების სია, მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

29 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ღირებულების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მარტის ფანასკერტელის ოჯახის აფთიაქის ღირებულებამ 172 ლარი და 23 თეთრი შეადგინა.

ფანასკერტელის აფთიაქი აგრძელებს ფარმა მონიტორს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისათვის საჭირო აფთიაქის ღირებულების შესწავლის მიზნით და თვალყურს ადევნებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასთა ცვლილებასა და ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე