აბაშელ ქალთა სურნელოვანი ბიზნესი

თუ სიძნელეები არ შეგაშინებს, ყველაფერი გამოგივა, - არადა, ამ კოოპერატივის ორ წევრს, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, არალეგალური ემიგრაციის მძიმე გზა ერთადერთ გამოსავლად ეჩვენებოდა, რათა ეკონომიკური პრობლემებისთვის თავი დაეღწია.

ამ ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ითქვას, მეგობრებმა არ დაანებეს. გამგზავრება გადაიფიქრეს, ქვეყანაში დარჩნენ და იმ კოოპერატივის წევრები გახდნენ, რომელსაც ფინანსური დახმარება ევროკავშირის პროგრამამ (ENPARD საქართველო) აღმოუჩინა.

ფერმერულ ჯგუფში ახლობელი ქალბატონები გაერთიანდნენ და ბიზნესი წამოიწყეს - ვარდის სხვადასხვა ჯიშს აშენებენ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ერთ-ერთის ეზოში უმოქმედოდ დარჩენილი 240 კვმ სასათბურე კარკასი იდგა, რომლის გამოყენებაც ბიზნესის დასაწყებად შეიძლებოდა.

კოოპერატივის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან და ამიტომ ფუნქციებიც პროფესიებისა და შესაძლებლობების მიხედვით გაინაწილეს: ლეილა ჩოჩიამ მესათბურეობის კურსი გაიარა, ახლა მარკეტინგის საკითხებზე მუშაობს. ნანა კუპრეიშვილი, აგრონომ-დეკორატორი, სოხუმში ქალაქის გამწვანების სამსახურში მუშაობდა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 25 აპრილის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად