ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ  კომპანია ავრცელებს.

”აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით. თბილისიდან ა.წ. 29 აპრილს და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 02 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ქ.ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30, ჩამოსვლა ქ. თბილისში 07:05. ”, - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.