მსოფლიო ბანკმა ნავთობის ფასის პროგნოზი გააუმჯობესა

მსოფლიო ბანკმა 2016 წლისთვის ნედლი ნავთობის ფასის პროგნოზი გააუმჯობესა.

ბანკის პროგნოზით, ნედლის ნავთობის ფასი მიმდინარე წელს ბარელზე 41 დოლარი იქნება, ნაცვლად 2015 წელს ნავარაუდევი ბარელზე 37 დოლარისა.

„თუმცა ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნა შესაძლოა, გაგრძელდეს თუ ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას გაზრდიან, ოპეკ-ის არაწევრ ქვეყნებში კი ნავთობის წარმოების ტემპების შემცირება მოსალოდნელზე დაბალი იქნება“, - განაცხადა ანგარიშის ავტორმა ჯონ ბაფეზმა.

მსოფლიოს ბანკის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ფასების ვარდნაა მოსალოდნელი ნედლეულზე.

„ენერგომატარებლები მიმდინარე წელს სავარაუდოდ 19,3%-ით გაუფასურდება. 5,1%-ით შემცირდება ლითონების, მინერალებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასები “, - ნათქვამია ანგარიშში.