გერმანიის რამდენიმე აეროპორტის თანამშრომლებმა დღეს დილიდან გაფიცვა დაიწყეს. როგორც euronews.ge წერს, გაფიცვა პროფესიული კავშირების გაერთიანება Verdi-ის მიერ არის ორგანიზებული და მასში დიუსელდორფის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰანოვერის, ბონის, კიოლნისა და დორტმუნდის აეროპორტების თანამშრომლები მონაწილეობენ.
აღნიშნულის გამო გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ 900-მდე ფრენა გააუქმა. შიდა რეისები გააუქმა ასევე ავიაკომპანია Air Berlin-მაც.
პროფკავშირები 2 მილიონი მოხელისთვის ხელფასის 6%-ით, ხოლო სტაჟიორებისათვის 100 ევროთი მომატებას ითხოვს.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/5584