მინსკში გამართულ ”აჭარის დღეს” მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მინსკში გამართულ „აჭარის დღეს“ ბელორუსულ მედია სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და მინსკში დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პიარ კამპანიების შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების საერთო წვდომამ 7 685 000-ს მიაღწია.

დეპარტამენტის მიერ აჭარის დღეზე წარმოდგენილ ფოლკლორს, სამზარეულოს, ღვინოსა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 30-მდე ვრცელი სტატია და ტელე-რადიო სიუჟეტი მიუძღვნეს ჟურნალისტებმა, რომლებიც რეგიონისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ: https://www.youtube.com/watch?v=lmaJs0LE1Uc, http://www.holiday.by/blog/33989, http://sputnik.by/lifestyle/20160408/1021608038.html.

აჭარის დღეებს გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ ტელევიზიაშიც. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოფიკო ლაზიშვილი და ფოლკლორული გუნდი „ათძალი“ მიწვეულები იყვნენ ბელორუსში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული ტელეარხის „ბელარუს 1“-ის დილის გადაცემაში „დილა მშვიდობისა ბელორუსია“, სადაც აჭარის დღის, გამოფენის, დეპარტამენტის მიერ ბელორუსში დაგეგმილი პიარ კამპანიებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. ხელვაჩაურის გუნდმა კი პირდაპირ ეთერში შეასრულა ბელორუსული ხალხური სიმღერა „კუპალენკა“ და მრავალჟამიერი - https://www.youtube.com/watch?v=eCclxgTyrgg.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის დღეს მინკში წელს პირველად უმასპინძლა. საღამოზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, სამზარეულოს, ღვინოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს. რეგიონისადმი მიძღვნილი საღამოსა და აჭარის შესახებ ბელორუსულ მედიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდნენ: http://dt.by/2016/04/11/dni-batumi-v-belarusi-proshli-v-minske-s-pesnyami-tancami-i-xachapuri/, http://telegraf.by/2016/04/8/318586-tanci-pesni-kuhnya-i-vino-v-minske-vpervie-proshli-dni-batumi, http://mamuli.by/krome-chernogo-morya-u-nas-est-eshhe-more-emotsiy/, http://naviny.by/rubrics/tourism/2016/04/07/ic_news_126_473139/.