აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 420 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.500 პროცენტით, მაქსიმალური 11.890 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.749 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 11.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.