საქართველოში „პროდიჯი“, მეისი გრეი და ლოურენ ჰილი ჩამოვლენ

2016 წლის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში ისეთი ცნობილი შემსრულებლები ჩამოვლენ, როგორებიც ქუინსი ჯონსი, ლოურენ ჰილი, მეისი გრეი, კრის ბრაუნი, ნიკი ვესტი და ჯგუფი „პროდიჯი“ არიან.

პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.

”ფესტივალის ფარგლებში, კლუბში Take Five შედგება მეისი გრეის დიჯეი სეტი, ასევე გაიმართება ნიკი ვესტის, DJ LOGIC & Friends-ის და ქართველი მუსიკოსების კონცერტები. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ BRASS BAND-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები”, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, საქართველოსთვის აღნიშნული მუსიკოსების სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია.

”ეს ყველაფერი კეთდება Check in Georgia-ს ფორმატში და ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა გვაქვს საშუალება, ამდენ გენიალურ მუსიკოსს მოვუსმინოთ. კონცერტებს არა მხლოდ ქართველი მსმენელი, არამედ მთელი რეგიონიდან ჩამოსული ხალხი დაესწრება. ეს არის მნიშვნელოვანი არა კულტურული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვისაც”, - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.