ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ბოლო პროგნოზებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის შემცირებულია.

”ჩვენ გარკვეულწილად ამ საკითხს შევეხეთ ვაშინგტონში. ამავე დროს, სულ მალე მაისში საქართველოს სავალუტო ფონდის მისია ეწვევა, დეტალებზე საუბარი სწორედ ამ მისიის დროს იქნება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პროგნოზს, ვფიქრობთ, რომ ის დაგეგმილი ინვესტიციები, რომელიც ამ წელსაა საქართველოში განხორციელებული, ამ ეტაპზე იმის საშულებას გვაძლევს, რომ 3%-ის ფარგლებში ზრდა საქართველოსთვის მისაღწევი იქნება. ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა მაჩვენებელებს და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს არის მისაღწევი მაჩვენებელი”, - განაცხადა გვენეტაძემ.