Gem-fest-ის VIP სტუმრებს 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem-fest-ის VIP სტუმრებს პირველად, ანაკლიაში საფესტივალო დღეების განმავლობაში, 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება, - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

გემ-სცენა ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთან, ასევე შუა ზღვაში იმოძრავებს და ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის სანაპირო ზოლსაც მიუახლოვდება.

მათივე ინფორმაციით, 3-სართულიანი გემ-სცენა, რომელიც ანაკლიის სანაპირო ზოლს პირველად მიადგება, Gem-fest-ის ორგანიზატორებს თურქეთიდან შემოჰყავთ.

”გემის მთავარ სცენაზე მოწვეული არტისტები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ. სამივე სართულზე იქნება განთავსებული საცეკვაო მოედნები, ბარები და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურსა და შთამბეჭდავს გახდის. გემ-სცენის Line-up უახლოეს დღეებში გახმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ გემ-სცენის ბილეთების 57% უკვე რეალიზებულია, ასე რომ, Gem-fest-ის გემზე მოხვედრის მსურველებმა უნდა იჩქარონ!”, - აცხადებენ ორგანიზატორები.