ბათუმში „მწვანე ბარის“ დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ბულვარში მდებარე „მწვანე ბარის“ დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მეპატრონეს მომხდარი ფაქტის შესახებ დაცვის პოლიციამ და ბულვარის დაცვამ აცნობა. ბარი ნაწილობრივ დაიწვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.