საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების რიცხვი შემცირდა

2015/2016 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ საქართველოდან წასული სტუდენტების რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირდა და 403 შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათი დიდი ნაწილი, კერძოდ, 77 სტუდენტი გერმანიაში წავიდა. მეორე ადგილი ამ მხრივ, პოლონეთმა დაიკავა 67 ქართველი სტუდენტით, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბალტიისპირეთის ქვეყნები იკავებენ - ესტონეთი 29-ით, ლატვია 24-ით, ლიტვა კი 23 ქართველი სტუდენტით. რაც შეეხება აშშ-ს, წელს სულ 4 სტუდენტი გაემგზავრა სასწავლებლად ამ ქვეყანაში.

შედარებისთვის 2014/2015 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ 434 ქართველი სტუდენტი წავიდა სასწავლებლად. 2013/2014 წლებში კი 562 სტუდენტი.

თუმცა, როგორც ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, საზღვარგარეთ წასული სტუდენტების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია:

"აღრიცხვა ამ ადამიანების ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძირითადად სტატისტიკა რაც გვაქვს, ეყრდნობა იმას, თუ რას აწვდიან სასწავლებლები სახელმწიფოს. ამგვარად ეს სტუდენტები არიან მხოლოდ გაცვლითი პროგრამებით წასული სტუდენტები და ამ სტატისტიკაში არ შედის საკუთარი ინიციატივით წასული სტუდენტების რაოდენობა".

განაგრძეთ კითხვა