აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეიდან სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი გავა

სააღდგომოდ თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ.

”აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს “საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877). გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე, ჩასვლა სენაკში 14:37 საათზე, სენაკიდან გამოსვლა 19:35 საათზე, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45 საათზე”, - ნათქვამია განცხადებაში.