საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს უფასოდ აუდიოწიგნები გადაეცემათ

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს კომპაქტ დისკებზე ჩაწერილ აუდიო წიგნებს უფასოდ გადასცემენ.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის სოფელში” განუცხადეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დისკებზე, რომლებსაც მძღოლებს "მომავლის სოფელი" გადასცემს, ჩაწერილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის ჩანაწერები (აუდიო წიგნები და რადიო პიესები).  

”აქციის მიზანია ქართული ლიტერატურისა და მივიწყებული რადიოსპექტაკლების გაცოცხლება. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მიერ ხშირ შემთხვევაში მგზავრებისთვის შეთავაზებული მდარე ხარისხის მუსიკა ჩანაცვლდება ქართული თეატრისა და ლიტერატურის რჩეული ნაწარმოებებით”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.