Energy Community-მ სემეკის მონაწილეობით შემუშავებული კიდევ ერთი დოკუმენტი დაამტკიცა

ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელმა საბჭომ (Energy Community Regulatory Board ECRB) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით შემუშავებული კიდევ ერთი დოკუმენტი დაამტკიცა.

სემეკის ინფორმაციით, კომისიის თანამშრომლებმა ნინო ლაშხიამ და სალომე ჯანელიძემ, რომლებიც ამავდროულად ECRB-ს მომხმარებელთა და საცალო ბაზრის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, მოამზადეს ანგარიშები საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საცალო ვაჭრობის, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ. ანგარიშები მოიცავს საქართველოში არსებულ პრაქტიკასა და პროექტებს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს ხანებშია დაგეგმილი.

”ანგარიშების გაცნობა შესაძლებელია ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე. www.energy-community.org - ნათქვამია ინფორმაციაში.