”საქართველოს ბანკი” და “Express ბანკი” სერვისცენტრების მუშაობის განრიგზე ინფორმაციას ავრცელებს

”საქართველოს ბანკი” და “Express ბანკი” აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 29 აპრილი, 1 და 2 მაისი, ”საქართველოს ბანკის” და “Express ბანკის”, გარკვეული სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.

შაბათს, 30 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეუძლია მიმართოს, “საქართველოს ბანკის” და “Express ბანკის” სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე: 2444444; 2555555. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში კვირაში შვიდი დღე.

3 მაისიდან “საქართველოს ბანკის” ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.